„სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე:
ევროპის ქალაქებში რო პოზიორობენ ოცნების ჩინოვნიკები, მათი ოჯახის წევრები და თუნდაც საშუალო და დაბალი რგოლის ე.წ. საჯარო მოხელეები – ყველას უკლებლივ უნდა მოეხსნას არათუ უვიზოთი სარგებლობის უფლება, არამედ ზოგადად აეკრძალოთ ევროპაში ჩასვლა!
მივესალმები ევროპარლამენტარი სოცდეკების ამ ინიციატივას.
იმის ფონზე როცა ყველაფერზე ჯიუტად უარი ვთქვით ჩვენი ქვეყნის და ხალხის უკეთესი, ევროპული მომავლისთვის; გვარბევენ, გვაჯარიმებენ, გვიჭერენ და გვაოხრებენ – ზოგს პირიდან პონჩიკი ვერ გავაგდებინეთ, ზოგი კიდე მილანიდან და პარიზიდან დებს ფოტოებს…
თქვენ სიცხე ხოარ გაქვთ, შემთხვევით?!
ევროპარლამენტარების ინიციატივის თანახმად, უვიზოთი სარგებლობა უნდა შეეზღუდოს ქოც ჩინოვნიკებს და მათი ოჯახის წევრებს – საუბარია 1000იდან 2000მდე ქოცზე, ძირითადად რეჟიმის მაღალი ეშელონებზე.
მე თუ მკითხავთ, უნდა შეეხოს ყველას გარდა ჩვენი ხალხისა – ყველა ე.წ. საჯარო მოხელეს, ვინც ენა გადაყლაპა და, მეტიც, პოზიორობაც დაიწყო უკვე უსინდისოდ.
ქვეყნის გარუსებას რო აპრავებენ და თან მილანში იკლაკნებიან..