შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, გულუას ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე არიან პოლიტიკური პარტიის წევრები და მოქალაქეები.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი თენგო თევზაძე აცხადებს, დღევანდელი აქცია უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების სოლიდარობისთვის იმართება.
„გადავწყვიტეთ, რომ -თან გავმართოთ აქცია და სოლიდარობა გამოვხატოთ ჩვენი უკანონოდ დაპატიმრებული თანამებრძოლების მიმართ, ადამიანების, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებულები და აქციაზე გამოსვლა ეკრძალებათ. ვნახეთ, როგორ დააკავეს აქციაზე მიმავალი ექიმი. „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის გახრწნილი და ცდილობს რუსული რეჟიმი დამკვიდრდეს საქართველოში”, – განაცხადა თენგო თევზაძემ.
აქციის მონაწილეები საავტომობილო გზის ნახევარზე არიან განლაგებულები, ვინაიდან შსს-ს თანამშრომლები მათ უწყების შესასვლელთან გარკვეული დისტანციის დაცვას სთხოვენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს დროშები, აქციების დროს ნაცემი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ფოტოები აქვთ მიტანილი.
ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები შემდგომ პარლამენტთან აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან. აქციის პარალელურად ადგილზე შსს-ს თანამშრომლებს უწყების შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული, ასევე საპატრულო უწყების გარე პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს