“შიმშილობის მე-18 დღე ძალიან საგანგაშოა… ექიმმა გამაფრთხილა, რომ თირკმელი შეიძლება გაჩერდეს” – რას წერს ელენე ხოშტარია

უკვე მე-18 დღეა, რაც “ბა­თუ­მე­ლე­ბის” და­კა­ვე­ბუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას მი­მარ­თავს და შიმ­ში­ლობს.

“დრო­ას” ლი­დე­რი, ელე­ნე ხოშ­ტა­რია ჯან­მრთე­ლო­ბის იმ გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც შიმ­ში­ლო­ბას ახ­ლავს თან.

“შიმ­ში­ლო­ბის მე18 დღე ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა.

გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მა გარ­და­უ­ვა­ლია. ჩემ სა­ნა­ხა­ვად რომ მო­დი­ოდ­ნენ ძა­ლას ვიკ­რებ­დი ჯდო­მის­თვის და მერე სა­ა­თე­ბი ტა­ქი­კარ­დი­ას, ამო­ვარ­დნებს ვებ­რძო­დი. ექიმ­მა გა­მაფრ­თხი­ლა, რომ თირკმე­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­ჩერ­დეს და ვარ­კვევ­დი დი­ა­ლი­ზით ცხოვ­რე­ბის სცე­ნა­რებს.

კო­ორ­დი­ნა­ცია ირ­ღვე­ვა პე­რი­ო­დუ­ლი დე­რე­ა­ლი­ზა­ცია, ღე­ბი­ნე­ბა, აღ­ქმის შე­ნე­ლე­ბა – ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია და არა­სა­მე­დი­ცი­ნო შეგ­რძნე­ბე­ბის დო­ნე­ზე ახ­სნი­ლი.

უბ­რა­ლოდ. მე უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი და ექი­მი მყავ­და გარ­შე­მო. ასე­ვე ტვში ვჩან­დი.

მზია არის შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი, ჩა­კე­ტი­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე. ჩემ­თვის რომ გე­კი­თხათ, მხნედ ვი­ყა­ვი მეც, მარ­თლა ასე ვგრძნობ­დი თავს.

მო­ეშ­ვით მარ­ჩი­ე­ლო­ბას, სას­წრა­ფოდ გა­მო­უშ­ვით!

ბო­დიშს ვიხ­დი ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­თვის, მაგ­რამ რად­გან ხი­ლუ­ლი არაა მზი­ას შიმ­ში­ლო­ბა, ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი თავს, გა­გი­ზი­ა­როთ. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, ძა­ლი­ან სა­ში­ში ზღვა­რია ეს დღე­ე­ბი უკვე”, – წერს ელე­ნე ხოშ­ტა­რია.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს