„შიკოლიმ“ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოება 1500 ლარით დაიწყო და დღეს უკვე 2 მაღაზია აქვთ

ხელნაკეთი შოკოლადის ბრენდი „შიკოლი“ 2017 წელს შეიქმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „შიკოლის“ დამფუძნებელი აცხადებს, შოკოლადის წარმოება 7 წლის წინ, პირადი ინვესტიციით, 1500 ლარით დაიწყეს, დღეს უკვე 2 მაღაზია და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავთ.
„შიკოლი“ 2017 წელს შეიქმნა ჩემი პირადი ინვესტიციით, შემდეგ სტარტაპ საქართველოს მივმართე და პროექტი დავწერე. მაშინ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოება იშვიათობა იყო, არც მაღაზია არსებობდა. ქსელურ მაღაზიებში რა შოკოლადიც იყო, მხოლოდ მისი ყიდვა შეიძლებოდა. „შიკოლიმ“ ქართულ ბაზარზე პირველმა დაიწყო ხელნაკეთი შოკოლადის წარმოება და გაყიდვა“, – აცხადებენ „შიკოლიში“.
„შიკოლის“ დამფუძნებელი გვიყვება, რომ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოების საწყისი ინვესტიცია 1500 ლარი – ხელფასის დანაზოგი იყო და შემდეგ უკვე პოტენციალი რომ დაინახა, 2018 წელს, პროექტი დაწერა და 40 000 ლარის თანადაფინანსების სესხი მიიღეს. „ამ თანხით საწარმო და მაღაზია გავაკეთეთ და საცალო გაყიდვები და თანამშრომლობა დავიწყეთ კომპანიებთან კორპორაციულ შეკვეთებზე“, – ამბობს „შიკოლის“ დამფუძნებელი.
მისი თქმით, 7 წლის განმავლობაში „შიკოლიზე“ მოთხოვნა და ხელნაკეთი შოკოლადის წარმოება გაიზარდა
„შიკოლის“ შოკოლადის ნაკრების ფასები 14.50-დამ 95 ლარამდეა. ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა – გაყიდვაშია ტრიუფელების ნაკრები, შოკოლადის კვერცხები, მედიანტის, კარამელიზებული ფორთოხლის და ფილების, ასევე პრალინებისა და სიყვარულისა ნაკრები და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ