შიიტი მუსლიმები იმამ ჰუსეინის დაბადების დღეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს ჰუსეინის დაბადების დღეს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს შიიტი მუსლიმები მესამე იმამის, ჰუსეინის დაბადების დღეს აღნიშნავენ. იმამი ჰუსეინი იყო წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი, იმამ ალის მეორე ვაჟი. იმამ ჰუსეინი დაიბადა 626 წელს ქალაქ მედინაში და ტრაგიკულად დაიღუპა 680 წელს, ქარბალასთან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს ულოცავს იმამ ჰუსეინის დაბადების დღეს, სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს მათ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე