შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო

საქართველოს რაგბის კავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი -ის გარდაცვალების გამო.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში გამოცხადდა გლოვა და შესაბამისად, გადაიდო შიდა ჩემპიონატის თამაშები.
დიდი 10-ის რეგულარული ტურის დასკვნითი, მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართება ორშაბათს, 23 მარტს. თამაშები ერთდროულად, 15 საათზე დაიწყება (წიქარა-ხვამლი, -აია, გორი-ხარები, ყაზბეგი-არმია, ლელო-არესი).
სამშაბათს, 24 მარტს შედგება პირველი ლიგის ფლეი ოფის პირველი ეტაპის თამაშები. ბოლნისის ‘ყოჩები' წყალტუბოს ‘დინოზავრს' „რაგბი პლატოზე“ 14 საათზე დაუხვდება, ხოლო ფოთის ‘‘ მარნეულის ‘არმაზს' 17 საათზე უმასპინძლებს.
Rugby.ge