შიდა ქართლში 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს

შიდა ქართლში 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი არასრულწლოვნების ოჯახის ნათესავია.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ს 137-ე მუხლის 4 “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ