შიდაპარტიული არჩევნები ნიუ ჰემფშირში დონალდ ტრამპმა მოიგო – რესპუბლიკელების კალენდარში, შემდეგი კენჭისყრა 8 თებერვალს ნევადაში გაიმართება

შიდაპარტიული არჩევნები ნიუ ჰემპშირში დონალდ ტრამპმა მოიგო და საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. აიოვას კენჭისყრის შემდეგ, ნიკი ჰეილიმ უკვე მეორე შტატი წააგო და ექსპრეზიდენტის უპირატესობა ისევ დიდია. ტრამპს ამჯერადაც არ გაუშვია შანსი ხელიდან, ნიკი ჰეილის შესახებ დამცინავად ელაპარაკა.
ნიკი ჰეილი საარჩევნო მარათონის მიტოვებას არ აპირებს, თუმცა უკვე მეორე წაგების შტატში წაგების შემდეგ, მას სავარაუდოდ გაუჭირდება დონორების დარწმუნება, კამპანიის დაფინანსება გააგრძელონ. განსხვავებით ტრამპისგან, ჰეილიმ კონკურეტს ნიუ ჰეფშირში გამარჯვება მიულოცა.
ნიკი ჰეილი დიდი იმედით უყურებს თებერვალში დაგეგმილ პრაიმერს სამხრეთ კაროლინაში, რომელიც მისი მშობლიური შტატია და იქ გუბერნატორი იყო. თუმცა გამოკითხვების შედეგები მისთვის არასაიმედოდ გამოიყურება და ტრამპი ჰეილის მნიშვნელოვნად უსწრებს. ჰეილისთვის არახელსაყრელ გარემოს ისიც ქმნის, რომ სამხრეთ კაროლინაში გაცილებით მეტი რეგისტრირებული რესპუბლიკელი და ცოტა დამოუკიდებელი ამომრჩეველია, ვიდრე ნიუ ჰემფშირში, რომელიც ჰეილიმ წააგო.
დონალდ ტრამპთან ერთად იზეიმა ნიუ ჰემშირში გამარჯვება ვივეკ რამასვამიმ, რომელიც საარჩევნო მარათონს, ტრამპის სასარგებლოდ, ჯერ კიდევ აიოვაში გამოეთიშა.
დემოკრატებიდან, ნიუ ჰემფშირის პრაიმერი, ბაიდენმა მოიგო, თუმცა ის ბიულეტენებში არ შეუტანიათ, მხოლოდ მიწერილი კანდიდატი იყო და შედეგები არ ეთვლება. რესპუბლიკელების კალენდარში, შემდეგი კენჭისყრა 8 თებერვალს ნევადაში და ამერიკის ვირჯინიის კუნძულებზე გაიმართება. დემოკრატებს კი პრაიმერები, რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ კაროლინასა და ნევადაში ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს