შთამბეჭდავი მაჩვენებელი – რამდენი მოგერიება შეასრულა გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ზე?

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მიუხედავად 4 გაშვებული გოლისა, “ჯვაროსნების” მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.
ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Opta-ს ცნობით, “მამარდამ” ევრო 2024-ზე ჯამში 30 მოგერიება შეასრულა და ამით ევრო 2000-ზე იტალიის ნაკრების მეკარის ფრანჩესკო ტოლდოს შედეგი გაიმეორა.
გიორგის იგორ აკინფეევის რეკორდის გამეორებამდე სულ ცოტა დააკლდა, ს ნაკრების მეკარემ ევრო 2008-ზე ჯამში 32 მოგერიება შეასრულა, რაც 1980 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
შეგახსენებთ,
წამყვანი ესპანური გამოცემების ცნობით, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” სულ მალე დატოვებს. “ღამურები” ქართველ კარის დარაჯს 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.