შვილს სანადირო თოფიდან ესროლა – მარტვილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1958 წელს დაბადებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილს – 1994 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სახისა და ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილი ლ.ჯ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს”. – წერს .
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ