რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები დღეს, 23 ივლისს, სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდს მართავენ.
ეს პირველი შეხვედრაა შვიდ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, იმის ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპო რუსეთს თითქმის ყოველდღირად მოუწოდებს, შეწყვიტოს თავდასხმა უკრაინაზე.
შეხვედრის გახსნისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, მხარეები წინა, ივნისში გამართული შეხვედრისას გაცვლილ დოკუმენტებზე დაყრდნობით პროგრესს მიაღწევენ, რათა „ეს სისხლიანი ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.“
უკრაინას იმედია აქვს, რომ ეს შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის, სამიტს.
„უკრაინა მუდმივად ითხოვდა ლიდერების შეხვედრას. მზად ვიყავით ამისთვის გუშინ, მზად ვართ დღეს და მზად ვიქნებით ხვალაც“, — დაწერა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა Telegram-ზე.
სტამბულში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების პირველი შეხვედრა 16 მაისს გაიმართა. შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა გახსნა, შემდეგ კი პრესისთვის დაიხურა.
უკრაინის 12-კაციან დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რუსეთის 11-კაციან დელეგაციას – ვლადიმერ მედინსკი, პუტინის თანაშემწე.
BBC-ის ოპერატორის ცნობით, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებისას ოთახში იმყოფებოდა, მხარეებს ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ.
სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 2 ივნისს გაიმართა, რომელსაც წინ უძღოდა უკრაინის უპრეცედენტო შეტევა რუსეთის სტრატეგიულ ავიაციაზე.
ამ მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინულმა მხარემ რუსეთს ოფიციალურად გადასცა იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომლებიც სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.
