შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი – შვეიცარია მზადაა უმასპინძლოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს

შვეიცარია მზადაა უმასპინძლოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ს პრეზიდენტის, ს მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრზე იგნასიო კასისზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის და მადლიერები ვართ ჩვენდამი გამოცხადებული ნდობისთვის.
ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით ჩვენს მზადყოფნას, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია დიდი სახელმწიფოების მზადყოფნაზე“, – დასძინა მან.
კასისმა აღნიშნა, რომ თუ პუტინი დაესწრება შვეიცარიაში გამართულ რომელიმე მოლაპარაკებებს, შვეიცარიის მთავრობა სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს რუსეთის ლიდერის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) ორდერების გამო.
„ჩვენ განვმარტეთ სამართლებრივი სიტუაცია.
ჩვენ შეგვიძლია ასეთი შეხვედრის ჩატარება და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის შეუფერხებლად წარიმართოს. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება პუტინის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის მიუხედავად, ჩვენი განსაკუთრებული როლისა და ჟენევის, როგორც გაეროს ევროპული შტაბ-ბინის როლის გამო“, – განაცხადა მან.