შვეიცარიის პრეზიდენტი – საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოამზადოს ნიადაგი სა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის

შვეიცარიის პრეზიდენტი, ვიოლა ამერდი აცხადებს, რომ სა და რუსეთს რაღაც მომენტში მოუწევთ პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა და ამისთვის საერთაშორისო საზოგადოებამ ნიადაგი უნდა მოამზადოს.
შვეიცარიის პრეზიდენტმა ქალაქ ბიურგენშტოკში მშვიდობის გლობალური სამიტის დასაწყისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონფერენციის მიზანია სამშვიდობო პროცესისთვის სულის ჩადგმა და ამ მიმართულებით კონკრეტული ზომების მიღება.
შვეიცარიის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით ყველაზე სერიოზულად დაარღვია წესებზე დამყარებული სამშვიდობო წესრიგი, რომელიც გაერო-ს წესდებას ეფუძნება.
„თუ ჩვენ გვსურს მშვიდობისკენ მიმავალი პროცესის შთაგონება, მომავალში, რაღაც მომენტში მასში ც უნდა ჩაერთოს. ეს ყველასთვის ნათელია”, – განაცხადა ვიოლა ამერდმა და დასძინა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია “მოამზადოს ნიადაგი მეომარ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს