შვეიცარიის მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე გასამართ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე რუსეთი ამ ეტაპზე მიწვეული არ არის

შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, უკრაინის საკითხზე გასამართ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე ამ ეტაპზე მიწვეული არ არის.
შვეიცარიის მთავრობის ცნობით, იგი რუსეთის მიწვევისთვის ყოველთვის მზად იყო, მაგრამ მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ პირველ სამიტში მონაწილეობით დაინტერესებული არ იყო.
„შვეიცარია დარწმუნებულია, რომ რუსეთი ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს. რუსეთის გარეშე სამშვიდობო პროცესი შეუძლებელია“, – ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, იანვარში შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ს თხოვნით, სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებდა. შვეიცარიაში მოლაპარაკებები 15-16 ივნისს გაიმართება.