შვეიცარია მშვიდობის სამიტის შედეგების განხილვას აპირებს რუსეთთან

შვეიცარიას უკრაინის გამო 15-16 ივნისს ჩატარებული მშვიდობის საერთაშორისო კონფერენციის შედეგების განხილვა სურს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომელთაც არ მიუღიათ მასში მონაწილეობა. ამის შესახებ განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინიაციო კასისმა პრესკონფერენციაზე, რომელიც სამიტის შედეგებს მიეძღვნა.
“ჩვენ გვაქვს საელჩო მოსკოვში და ყოველ ორ კვირაში ვესაუბრებით საგარეო საქმეთა მინისტრს, ასე რომ, ვაპირებთ, განვიხილოთ რუსეთთან კონფერენციის შედეგები”, – განაცხადა კასისმა. მშვიდობის სამიტის ორგანიზატორი ქვეყნის, შვეიცარიის, წარმომადგენლებმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ ში მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია კონფლიქტის ყველა მხარის მონაწილეობა, რაც ნიშნავს ს მონაწილეობასაც. თუმცა, მოწვევა სამიტში მონაწილეობის შესახებ მოსკოვისთვის არ გაუგზავნიათ, ამ ეტაპზე ამის წინააღმდეგი იყო უკრაინა.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ კონფერენციის შედეგების “დეტალური განხილვა” იგეგმება იმ ქვეყნებთანაც, რომლებმაც უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე, პირველ რიგში, ჩინეთთან.
კასისის თქმით, მშვიდობის მიღწევის გზებთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს და წინსვლის საერთო გზის ძიებისთვის აუცილებელია მათი გაერთიანება. მშვიდობის სამიტის საბოლოო კომუნიკეს მხარს უჭერს კონფერენციაში მონაწილე 91 სახელმწიფოდან – 80. მათ შორის არიან , ევროკავშირის ყველა ქვეყანა, იაპონია, ავსტრალია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, თურქეთი, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რიგი ქვეყნები. მსხვილმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ შვეიცარიაში, კომუნიკეს ხელი არ მოაწერეს, რის მიზეზადაც, პირველ რიგში, სამშვიდობო ინიციატივების განხილვისას, რუსეთის მონაწილეობის აუცილებლობა მოიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ცაგარეიშვილი – 2030 წლისთვის საქართველოს ნავსადგურებში თავს მოიყრის გაზრდილი ტვირთნაკადი, რომლის ათვისებაც აუცილებელია განხორციელდეს საქართველოში დაარსებული საზღვაო ფლოტის და ქართული დროშით მცურავი გემების საშუალებით