შვეიცარია ზამთარში უკრაინელების მხარდასაჭერად დამატებით 12.5 მილიონ ევროს გამოყოფს

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ განაცხადა, რომ ქვეყანა ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად დამატებით 11.8 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს (12.5 მილიონი ევრო) გამოყოფს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობის პრესრელიზშია აღნიშნული.
თანხა მოხმარდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერას, რომლებიც ზამთრის პერიოდში უკრაინელებს დახმარებას გაუწევენ.
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო ში გაერო-ს ჰუმანიტარული ფონდის დახმარების პროგრამის მხარდაჭერას 1.8 მილიონი შვეიცარიული ფრანკით გაზრდის. სააგენტო ასევე მხარს უჭერს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ზამთრის დახმარების პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს 3 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გამოყოფას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებთათვის.
მთლიანობაში, შვეიცარიამ ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად, დაახლოებით, 26 მილიონი ფრანკი გამოყო.
შეგახსენებთ, გასულ კვირას შვედეთმა გამოაცხადა, რომ ს 1.4 მილიარდ კრონს (დაახლოებით 120 მილიონი ევრო) გამოუყოფს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ზამთრის პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.