შვეიცარიაში $97 მილიონის ოქრო გავიდა – ძვირფასი ლითონიდან საექსპორტო შემოსავალი მზარდია

გლობალურად ოქროს ფასის ზრდის ფონზე, საქართველოს ძვირფასი ლითონის გაყიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ექსპორტზე 104.7 მლნ დოლარის 2.67 ტონა ოქრო გავიდა, რაც ღირებულებით 18%-ით მეტია 2023 წლის მონაცემზე. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს შედარებით მეტი მოცულობის, 2.72 ტონა ოქროში 88.8 მლნ დოლარი მივიღეთ, რაც ოქროს საექსპორტო ფასის ზრდაზე მიანიშნებს.

საქართველოსთვის დაუმუშავებელი, ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის სახით ოქროს გასაღების მთავარი ბაზარი შვეიცარიაა. საექსპორტო ბაზრები ასე გამოიყურება:

  • შვეიცარია – $96.9 მლნ/2.5 ტონა
  • თურქეთი – $6.5 მლნ/0.13 ტონა
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – $1.4 მლნ/0.03 ტონა

2025 წლის იანვარ-თებერვალში კი ექსპორტზე 0.48 ტონა, 19.8 მლნ დოლარის ოქრო გავიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 0.44 ტონა და 14 მლნ დოლარი იყო. მიმდინარე წელსაც ყველაზე მეტი ოქრო, მთლიანი მოცულობის 90%-ზე მეტი, შვეიცარიაში გაიყიდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს