შვეიცარიამ $14 მლრდ-ის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ $14 მლრდ-ის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა
შვეიცარიამ 13 მლრდ ფრანკის ($14,3 მლრდ-ის ) ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გარდა ამისა, 2023 წელს შვეიცარიის ხელისუფლებამ გაყინა კიდევ 580 მილიონი ფრანკი ფინანსური აქტივები და კიდევ ორი ქონება. სულ გაიყინა 17 ქონება, ასევე ძვირად ღირებული მანქანები, ხელოვნების ნიმუშები და ავეჯი.
გაყინული კერძო აქტივების მთლიანმა ღირებულებამ 2023 წლის ბოლოს 5,8 მლრდ ფრანკი შეადგინა, განაცხადა SECO-მ. ეს არის კლება 2022 წელთან შედარებით და ასახავს ღირებულების დაკარგვას. ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები 7,24 მილიარდ ფრანკს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ