შვეიცარიამ უნგრეთს სძლია და გერმანიასთან ბრძოლა ელის [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, A ჯგუფში შვეიცარიამ უნგრეთი 3:1 დაამარცხა.
გოლი და საგოლე გადაცემა “ბოლონიას” ნახევარმცველმა მიშელ ებიშერმა მიითვალა.
პირველ ტაიმში შვეიცარია უკეთ გამოიყურებოდა და 2:0 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ მადიარები გააქტიურდნენ, ვარგამ ანგარიში შეამცირა, კომპენსირებულ დროში კი ემბოლომ გულაჩის კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ ჯგუფში მეორე ტური 19 ივნისს ჩატარდება – უნგრეთი მასპინძელ გერმანიას, ხოლო შვეიცარია შოტლანდიას დაუპირისპირდება.
უნგრელებს 23 წლის დომინიკ სობოსლაიმ უკაპიტნა, რომელიც ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდისთავი გახდა.
უნგრეთი – შვეიცარია 1:3
გოლები: 0:1 დუა (12), 0:2 ებიშერი (45), 1:2 ვარგა (66), 1:3 ემბოლო (90+3)
თურმე შეცდომები ყველას მოსდით. უნგრელმა მცველმა მე-3 რა გოლი აჩუქა შვეიცარიელებს კი ვნახეთ და გუშინ სქოთების მეკარემ პირველი გოლი რა ბავშვური გაუშვა ეგეც ვნახეთ.