შვეიცარიამ რვა რუსული მედიასაშუალების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ევროკავშირის შემდეგ, რუსული მედიასაშუალებები შვეიცარიის ხელისუფლებამაც დაასანქცირა. შვეიცარიის ხელისუფლებამ სანქციების სიას რვა რუსული მედია საშუალება დაამატა. ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.
სანქციების სიაში შედის ონლაინ ახალი ამბების გამოცემა Lenta.ru, ტელეარხი Звезда, გაზეთი Красная звезда, საინფორმაციო საიტი Eurasia Daily, სააგენტოNews Front, საიტი SouthFront, პორტალიRuBaltic.ru და სტრატეგიული კულტურის ფონდი.
შეზღუდვები 23 აპრილიდან ამოქმედდება.