შვედეთში დივერსიაზე ეჭვით იძიებენ ბალტიის ზღვაში კაბელების დაზიანებას

შვედეთის პროკურატურამ ბალტიის ზღვაში ორი კაბელის დაზიანებასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო დივერსიის ეჭვის გამო.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, გამოძიებას ხელმძღვანელობს საერთაშორისო და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული განყოფილების სახელმწიფო პროკურორი ჰენრიკ სედერმანი.
„წინასწარი გამოძიება გრძელდება და ის ადრეულ სტადიაზეა. ამ დროისთვის გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ არის“, – განაცხადა სედერმანმა.
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი დაზიანდა. ერთი გერმანიას ფინეთთან აკავშირებს, მეორე – შვედეთს ლიეტუვასთან.
გერმანიის საპორტო ქალაქ როსტოკთან ჰელსინკის დამაკავშირებელმა კაბელმა მუშაობა შეწყვიტა ორშაბათს დილით, განაცხადა ფინეთის სახელმწიფო კიბერუსაფრთხოებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანია Cinia-მ. დაახლოებით სამი საათის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა შვედეთის კუნძულ გოტლანდთან ლიეტუვის დამაკავშირებელი საინტერნეტო კაბელი, იტყობინება ლიეტუვის კომპანია Telia Lietuva.
ფინეთმა და გერმანიამ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი „ღრმად შეშფოთებული არიან წყალქვეშა კაბელის გაწყვეტით“ და იძიებენ „ინციდენტს, რაც ბადებს განზრახ დაზიანების ეჭვს“.
წელს ზამთარში გაწყდა ფინეთისა და ს დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროკაბელი. 2023 წლის ოქტომბერში დაზიანდა ფინეთთან და შვედეთთან ს დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო კაბელები. იმავე დროს დაზიანდა გაზსადენი Balticconnector. მოგვიანებით, ჩინეთმა განაცხადა, რომ Balticconnector-ის დაზიანება გამოიწვია ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, რომელიც ქარიშხლის დროს გაზსადენს ღუზით გამოედო, აღნიშნა გამოცემა The Insider-მა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს