შვედეთმა ჩინელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

შვედეთმა ჩინელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა, – ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT-ი ავრცელებს.
შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 57 წლის ქალბატონი შვედეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. ის უსაფრთხოების ძალებმა ოქტომბერში დააკავეს და გასულ კვირას ქვეყნიდან გააძევეს. მას შვედეთში დაბრუნება აეკრძალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტი შვედეთში 20 წლის წინ ჩავიდა, სადაც ბინადრობის ნებართვა ჰქონდა და შვედეთის მოქალაქეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც შვილები ჰყავს.
ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებით, ქალბატონს არ სჯერა, რომ იგი შვედეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.