შვედეთი უკრაინას $682 მილიონის ღირებულების თავდაცვითი პაკეტით დაეხმარება

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ შვედეთი ს 7.1 მილიარდი შვედური კრონის (682 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.
ჯონსონმა განაცხადა, რომ უახლესი დახმარების პაკეტი მოიცავს 10 ერთეულ CB 90 საბრძოლო ნავს, 20 ჯგუფურ ნავს და წყალქვეშა იარაღს.
შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით (SVT) , უკრაინა მიიღებს 2 მილიარდი (192 მილიონი აშშ დოლარი) შვედური კრონის ღირებულების საარტლიერიო საბრძოლო მასალას, ადამიანის პორტატულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს (RBS 70), ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, კარლ გუსტაფის ყუმბარმტყორცნებს, ხელყუმბარებს და სამედიცინო მარაგს.
„ეს დახმარების პაკეტი დაამატებს 1 მილირად შვედურ კრონს (96 მილიონი აშშ დოლარი) CV90-ის შვედურ-დანიურ საერთო შესყდივას. ეს ნიშნავს იმას, რომ შვედეთი და ერთობლივად განახორციელებენ 4 მილიარდი კრონის (385 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტიციას ამ მიზნის მისაღწევად“ — განაცხადა ჯონსონმა.
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „აღნიშნული პაკეტი აკმაყოფილებს უკრაინის ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებებს და შეესაბამება სამხედროების შესაძლებლობებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში ყალიბდება“.
„უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებას. Შვედეთი უკრაინის გვერდით იმდენ ხანს დადგება, რამდენიც საჭირო იქნება. რუსეთს ამ ომში გამარჯვების უფლება არ უნდა მივცეთ“, — განაცხადა ჯონსონმა.
2022 წლიდან ს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შვედეთის დახმარება უკრაინისთვის 30 მილიარდ შვედურ კრონას (2.88 მილიარდი დოლარი) აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა