სიტყვისა და აზრის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა და დემოკრატიის დაცვა სიმამაცეს საჭიროებს. ამის შესახებ ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც ანდრეი პოჩობუტსისა და მზია ამაღლობელისთვის სახაროვის ჯილდოს მინიჭებას ეხმაურება.
“სიტყვის თავისუფლება და აზრის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა და დემოკრატიის დაცვა სიმამაცეს საჭიროებს. შთაგონებულები ვართ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით 2025 წლის სახაროვის ჯილდო აზრის თავისუფლებისთვის მიანიჭოს დაპატიმრებულ ჟურნალისტებს ანდრეი პოჩობუტს ბელარუსიდან და მზია ამაღლობელს საქართველოდან”, – ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
