შვედეთის საგარეო უწყება – საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მზარდი ზეწოლა, მათ შორის აქტივების დაყადაღება, შემაშფოთებელია

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მზარდი ზეწოლა, მათ შორის აქტივების დაყადაღება, შემაშფოთებელია, – ამის შესახებ ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შვედეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებას.
„საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მზარდი ზეწოლა, მათ შორის აქტივების დაყადაღება, შემაშფოთებელია. ეს გადაწყვეტილება დემოკრატიის გზაზე არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. შვედეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება