შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია სტენეგარდმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების საპირისპიროდ. ეს არის ის, რაც ძალიან მაწუხებს. ვცდილობთ, რომ ყველანაირად მხარი დავუჭიროთ მოქალაქეებს, რომლებიც დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისთვის მუშაობენ, რაც ჩვენ საქართველოში სასწრაფო ყურადღების მნიშვნელობის საკითხებად მიგვაჩნია“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება