შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული – შვედეთს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები სურს

საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენეგარდმა შვედეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, თქმით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები სურს.
“საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უთანასწორო სამოქმედო ველით, ფესვგადგმული პოლარიზაციით, ამომრჩევლების წინააღმდეგ ზეწოლითა და მუქარებით გამოირჩეოდა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია, შვედეთს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები სურს. ამავდროულად, უნდა გავაგრძელოთ საქართველოში დემოკრატიული და პრო-ევროპული მოძრაობების მხარდაჭერა,” – განაცხადა სტენეგარდმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად