საქართველო უახლოვდება საპარლამენტო არჩევნებს და ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი, რაც ასევე ხაზგასმული იყო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში და არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ანა ლიბერგმა ევროკავშირისა და „სამართლიანი საქართველოს“ ახალი პროექტის – „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ – პრეზენტაციაზე განაცხადა.
„თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის განვითარებაში. ეს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, გამოხატონ თავიანთი ნება და თავად განსაზღვრონ ქვეყნის ბედი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა ეუთო/ოდირის გაიდლაინებშიც არის ხაზგასმული, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საერთაშორისოდ აღიარებული საარჩევნო პრინციპების მიხედვით და უნდა იყოს უნივერსალური, თანასწორი, თავისუფალი და ფარული“, – აღნიშნა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.