“შე არარაობა, საკუთარი შვილების თანატოლებს როგორ აცემინებ ზონდერებს”– ლევან გოგიჩაიშვილი ივანიშვილს
“ადამიანები იბრძვიან საკუთარი ევროპული მომავლისთვის, კანონის უზენაესობისთვის, სამართლიანობისთვის. ბიძინა ივანიშვილი არის გუშინდელი დღე, ის არის ჩვეულებრივი დამნაშავე, ბიძინა ივანიშვილი პოლიციას იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. უსწორდება მომავალს, ეს ბავშვები არიან ამ ქვეყნის მომავალი, ხვალინდელი დღეა,. ბიძინა ივანიშვილი კონფლიქტშია მომავალ დღესთან. შვილები ჰყავს ამ ასაკის, საკუთარი შვილების თანატოლებს როგორ აცემინებ ვიღაც ზონდერებს, შე არარაობა, მართლა არარაობა ხარ. რა უნდა გიწოდო, შენი შვილის თანატოლებს ორი დღეა დასდევენ დაგეშებული, ჭკუიდან გადასული პოლიციელები… ყველაზე დიდი უბედურებაა ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი, ამას როგორ ბედავ, რომ შვილების თაობას უქსევ დაგეშილ ხარებას, ყოფილ ნაცზონდერებს უქსევ, არ გრცხვენიათ? ვინც ტელევიზორთან და სოციალურ ქსელში ქართულ ოცნებას მხარს უჭერთ, არ გრცხვენიათ? გიხარიათ, რომ პოლიცია ამ ახალგაზრდებს ცემს და ყიჟინა გაქვთ? დილის 5 ის ნახევარიაა, შეხედეთ, გადაღლილი პოლიციელები და ენერგიით სავსე ახალგაზრდები – შანსი არაა აქვთ, ეს ხალხი არაფრის დამთმობია. ესენი ის ხომ არ ჰგოანია, რაღაცა კომკავშირელები რომ უზის. ხვალინდელ დღესთან აქვს, ბიძინა ივანიშვილს, ამ ჭკუიდან გადასულ ადამიანს, კონფლიქტი, აღარ იცის უკვე რა ქნას. არ გამოვა ეს ამბავი. ეს ხალხი, კიდევ კარგად იქცევა, ეს არაფერია, რაც მეტს იზამს ივანიშვილი, ორი იმდენს გაუკეთებენ. არასოდეს ყოფილა ასეთი რაღაცა, ეს ტალახი რაც ამოვიდა ქართულ ოცნებაში, ესენი არაფერს წყვეტდნენ. კვირიკაშვილის, გახარიას, თუნდაც ბახტაძის მთავრობაში ევროკავშირზე კითხვის ნიშანი არ არსებობდა. გაილაღეს მერე, მიუშვეს კრიმინალები, პოლიციელები, ოლიგარქიული რეჟიმი, ჩვენ დროს რომელი დეპუტატი გაბედავდე, გამოსულიყო და ასეთი სიბრიყვეები ელაპარაკა. კობახიძეს გადმოვაგდებდით იმ კაბინეტიდან, ასეთი სისულელეები რომ ელაპარაკა. გამორიცხული იყო, მაგრამ გადავიდნენ ჭკუიდან, იმიტომ რომ ივანიშვილი შეცდა. ეს ადამიანი აღარ არის ჯანმრთელი, ხომ ხედავთ, საკუთარი შვილის თაობას აცემინებს. ამ პროცესში მაგან როგორ უნდა გაიმარჯვოს, ამ არარაობამ.”