29 იანვარს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა სპორტის საზოგადოებასთან სპორტის რეფორმა და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილა.
მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო, სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს, მათ შორის, საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის კუთხით.
შეხვედრას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ასევე მოქმედი და ვეტერანის სპორტსმენები.
მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს. სტადიონის კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები ჩაერთვებიან.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს.
GFF.GE
ბარემ და რუსთავში რომ ა(ვ)აშენეთ ?
უფრო იოლი იქნება მისვლაც, “ვინაიდან და რადგანაც და მაშასადამე” :
1. აუცილებლად მოესწრება და ამასობაში და/ანუ სტადიონის აშენებამდე, 5-6 წლის წინ ბატონი
კახა კალაძის “დაწყებულ-მიმდინარე” თბილისი – რუსთავის მიწისზედა მეტროს / ტრამვაის პირდაპირი ხაზიც აა..უცილებლად დასრულდება ;
2. უფრო მეტი და დიი..დი ფართობის გამონახვაც შესაძლებელია;
და რაც მთარია და გადამწყვეტი,
3. კიდევ უფრო მეტად დაცილებულიც იქნება მთავარ სამიზნეს და კონკურენტს “დინამოს” სტადიონს.
“დინამო” – სტადიონიც და კლუბიც უნდა ჩაიძიროს ბოლომდე !
აბა ვის სჭირდება ძველ, ტრადიციულ და მოსახერხებელ, მეტროს სადგურებთან (!) ახლოს მდებარე, ყოველმხრივ ადვილად მისასვლელ(!) სტადიონს, ტრადიციულ და ყველასათვის საყვარელ ადგილას !
აბა, ჰე ! აბა, ჰო !