შეხვედრა სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს, ასევე ცესკოს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში () სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან, ასევე ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად გააცნო ინფორმაცია  ს მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. ასევე ისაუბრა ადმინისტრაციის მიერ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მიზნით უკვე განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახალხო დამცველის აპარატს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სახალხო დამცველმა  ლევან იოსელიანმა. მან დადებითად შეაფასა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ეთნიკურ უმცირესობების ინფორმირების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები.

ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა არჩევნებში თანაბარ მონაწილეობას ეხებოდა. მან ასევე ისაუბრა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების, მათი ინფორმირების, ტრენინგების, სწავლების ცენტრთან ერთად ადმინისტრირებული სერტიფიცირების პროცესის შესახებ, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მათთვის გასაგებ ენაზე ჩატარდა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.  შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ახალი საინფორმაციო ბროშურები, ასევე მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი, რომელიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა ნათარგმნი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – 9 მაისის მორალი არის, რომ ჩვენ ყოველთვის სწორ მხარეზე ვდგავართ, ევროპაში კი ყოველთვის ყველაფერი სწორი არ იბადება – ის ფაქტი, რომ ფაშიზმი დაიბადა და გაღვივდა ევროპის შუაგულში, გვაჩვენებს, რომ ჭეშმარიტების კომპასი არ არის გეოგრაფია

მიხეილ ჯანელიძე – კარგი რაც შეიძლება დავინახოთ კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება