“შეცდომა პირველად აღიარა” – რას ნანობს დე ლაურენტისი

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის გაშვებას ნანობს, ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli-ს ჟურნალისტი ალესანდრო სეპე ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 72 წლის კინოპროდიუსერმა ეს ამბავი გუშინ, “იუვენტუსთან” (0:1) განცდილი მარცხის შემდეგ პირველად აღიარა.
“დე ლაურენტისი” “იუვენტუსთან” მარცხის შემდეგ იმედგაცრუებული და აჟიტირებული იყო, კრისტიანო ჯუნტოლისა და ლუჩანოს დანაკლისი, ამ დღეებში კიდევ უფრო კარგად გააცნობიერა, ვნახოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი”, – წერს სეპე.
„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.
დეგრადაცია ჯერ კიდეც სპალეტის დროს დაიწყო, ვისაც გახსოვთ სპალეტის ბოლო რამოდენიმე თამაში იყო უაზრო ფაფხური. ასე რომ არ გინდათ სპალეტისგან კერპის შექმნა.