“შეცდომა იყო” – მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ დაპატიმრებები და პოლიტიკური დაპირისპირება ქვეყნის იმიჯს აზიანებს (ვიდეო)

მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე დაპატიმრებები და “ოცნების” ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯზეც აისახება. ამის შესახებ სასულიერო პირა საკვირაო ქადგებისას ისაუბრა. მისი თქმით, “ოცნებამ” შეცდომა დაუშვა, როდესაც ადამიანების პროტესტს დაჭერები დაუპირისპირა.

მოხდა მრავალი დაპატიმრება და ახლა ვითომ უცხოეთში სწუხან ამ დაპატიმრებულებზე და ჩვენზე ძალიან როგორ უნდა სწუხდნენ? არ მიყვარს ციხე. სამწუხაროდ, ამ დედამიწაზე ბევრი შეცდა, ბევრი არასწორად მოიქცა და კანონები ისეთებია, ბევრი ციხეშია, მაგრამ რადგან ჩვენი ბრალიც არის, რომ ხელი შევუწყეთ ყოველივე ამას, რას ვიგებთ უბრალოდ? გამოვლენ ქუჩაში და ყოველდღე დაიჭირო კიდევ 10, 20, 30 და მერე უცხოეთში როგორ გააქვთ ეს ამბავი? ყველა ოპოზიციონერი ეუბნება, ახალგაზრდებს იჭერენ, იმას იჭერენ, ამას იჭერენ. უცხოეთში ხალხი რას იტყვი? ჩვენთან ქვეყანაში თუ ასე ყველა დაიჭირესო… თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ჩვენ ვართ ქართველები და ხედავთ, როგორ ვიცავთ ეკლესია. ეს იყო, რა. შეცდომა მოგვივიდა, – ამბობს მეუფე იაკობი.

ქადაგების დროს სასულიერო პირმა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლიც ახსენა და განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ჩანაწერი კონსტიტუციაში წლების წინ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც შეცდომა იყო.

იმაში, როდესაც დაეთანხმე და წერ, კონსტიტუციაში ევროკავშირში შესვლას, იქ თითონ იყო, არავინ დაგვაცვევინებს ოჯახურ ღირბეულებებს, არავინ დაგვაცვევინებს იმ რაღაცა ლგბტ რაღაცეებს. მაშინდელმა ჩვენმა პარლამენტმა და ვინც მოიფიქრა, რომ ჩაწერილიყო კონსტიტუციაში, რეალურად, შინაგანად თანხმობა მისცა მაგას, მაგრამ გავიდა წლები და მიხვდნენ, რომ სისულელე იყო, რაც ჩაიდინეს. უცხოეთი სულელები არ გეგონოთ, ჭკვიანები არიან და დღეს რატომ გვიტევენ იმაზე, ისეთ რამეზე გვაჭერენ ფეხს, იციან, რომ ამის დამთმობები არ ვართ. ასეთი სისულელე აღარ უნდა ჩავიდინოთ ხოლმე, ამაზე ბოდიშია მოსახდელი, იმიტომ, რომ მაგის გამო ხუთჯერ რევოლუციის მცდელობა იყო. ჩენ ხომ ის ადამიანები არ ვართ, რომლებიც ვიძახით, რომ არ ხართ არჩეულებიო და ჩვენც მოგვისმინონ, ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ. დებატებით იდებატეთ, იდისკუსიეთ, მაგრამ მოისმინეთ ეკლესიის ხმა და ამ ხალხს ნუ გავყოფთ. რისი იმედი გვაქვს? რუსი რომ შემოდიოდა ეკლესიაში, აბა, ნახეთ, როგორ ახერხებდა ყველაფერს, – თქვა დღეს მეუფე იაკობმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…