„შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, არამედ იმ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ“ – მეთიუ მილერი

ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა.
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც განიხილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ იმ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც”ქართული ოცნების” ხელმძღვანელობისგან ვისმენთ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე აყენებს, საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ გზას და ხშირად ეს აშკარად საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას,” – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ასევე დაგაინტერესებთ