შექმენი “თიბისის” მობაილბანკში საინვესტიციო პლატფორმაზე შენი ფავორიტი აქციების და ფონდების სია

“თიბისის” მობაილბანკში საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას, საინვესტიციო პლატფორმაზე ახალი ფუნქციონალი გაგიმარტივებს. ამის შესახებ ინფორმაციას “” ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, როგორც სხვადასხვა აპლიკაციაში და ონლაინ მაღაზიაში, ახლა უკვე საინვესტიციო პლატფორმაზეც შეგიძლია შენთვის საინტერესო აქცია ან ფონდი, შესაბამისი ღილაკით, ფავორიტებში დაამატო.
„სია დაგეხმარება სათითაოდ ძიებისა და შემოწმების გარეშე, ერთ სივრცეში ადევნო თვალი სხვადასხვა აქციის და ფონდის ტენდენციასა და მდგომარეობას.
ფავორიტების სიაში ნებისმიერი რაოდენობის აქციისა და ფონდის დამატება შეგიძლია. სიის ცვლილება კი – ნებისმიერ დროს.
შექმენი შენი ფავორიტი აქციების და ფონდების სია: “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა