შეფ ნოდარ ტურაშვილთან პოლიცია მივიდა და წაიყვანა – უცნობია, სად

იქამდე, ნოდარ ტურაშვილმა Facebook-გვერდზე დაწერა, რომ “ქურდობის ფაქტზე” მიჰყავთ.
“ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო”.
ტურაშვილი სხვადასხვა სოციალურ პლატფრომაზე აქტიურად ათავსებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერ პოსტებსა და ვიდეოებს.