საწყობში ან საწარმო სივრცეში პროდუქციის ხელით შეფუთვა უამრავ დროსა და რესურსს საჭიროებს. ამასთან ერთად, ტრანსპორტირებისას არასათანადოდ შეფუთული ტვირთის დაზიანების რისკი მაღალია.
ამ გამოწვევის გადასაჭრელად, საწარმოო პროცესების ეფექტურობისა და პროდუქციის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ინტრალოგისტიკური კომპანია K2 ლიდერი მწარმოებლის — Robopac — შესაფუთ აპარატებს გთავაზობთ.
რატომ არის შესაფუთი აპარატები მნიშვნელოვანი თანამედროვე ბიზნესისთვის
ამ ტიპის თანამედროვე ტექნოლოგიები 30%-მდე ზოგავს შესაფუთი მასალის ხარჯს. ენერგოეფექტური მოწყობილობები კი საოპერაციო დანახარჯებს ამცირებს.
შეფუთვის ავტომატიზაცია ზრდის პროცესის სიჩქარეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი დატვირთვის მქონე საწარმოებში.
Robopac-ის აპარატები სტაბილურად და საიმედოდ ფუთავს პროდუქციას, რაც ტრანსპორტირებისას მინიმუმამდე ამცირებს დაზიანების რისკს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციისთვის, რომელიც მსხვრევადია.
სასაწყობე ტექნიკა მუდმივად ვითარდება და დროთა განმავლობაში სულ უფრო ერგება თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს. იგულისხმება, რომ მეტად ჭკვიანი და მარტივად სამართავი ხდება. გამონაკლისი არც შესაფუთი აპარატებია — მოდელებში ინტეგრირებულია მრავალფეროვანი მართვის რეჟიმები, ინტუიციური მართვის პანელები და LED ეკრანები.
სად შეძლებთ Robopac-ის შესაფუთი აპარატების გამოყენებას?
იმ საწარმოებისათვის, სადაც პროდუქციის უწყვეტი ნაკადია, შესაფუთი აპარატები აუცილებელი მოწყობილობად იქცა. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია კვების პროდუქტების, სამშენებლო მასალების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამრეწველო პროდუქციის შეფუთვისთვის.
ლოჯისტიკურ ცენტრებში, სადაც დროისა და სივრცის ეფექტური მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შესაფუთი აპარატები სწრაფ და სტაბილურ მუშაობას განაპირობებს. მოწყობილობების დახმარებით დიდი მოცულობის ტვირთი სწრაფად იფუთება და გადაადგილდება.
სავაჭრო ცენტრებსა და სუპერმარკეტებში, სადაც პროდუქციის მუდმივი მიმოქცევაა, Robopac-ის აპარატები ამარტივებს საქონლის მიღების, შენახვისა და განთავსების პროცესებს.
ინტრალოგისტიკური გამოწვევები K2-თან ერთად მარტივად გადაიჭრება
ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ყოველთვის გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, K2 მხოლოდ სასაწყობე ტექნიკას არ გთავაზობთ, პროფესიონალი გუნდი საკონსულტაციო მომსახურებას გაგიწევთ, რომელიც არჩევანის განსაზღვრაში დაგეხმარებათ.
გარდა ამისა, კომპანიის სერვისი მოიცავს მუდმივ ტექნიკურ მხარდაჭერასაც. გამოცდილი მობილური ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით, 24/7 რეჟიმში ოპერირებენ.
დღეს, როცა ბიზნესის წარმატება სწრაფ და ეფექტურ ოპერაციებზეა დამოკიდებული, დროისა და რესურსის ხარჯვა ნაკლებად ეფექტურ პროცესებზე არ ღირს. ანდვეთ საწყობი K2-ის გუნდს. წამყვანი ინტრალოგისტიკური კომპანია სასაწყობე სივრცის სრულ გარდაქმნას მაღალი პროფესიონალიზმით შეძლებს — დაგეხმარებათ სასაწყობე სივრცის დაგეგმვაში, ოპტიმიზაციისათვის კი საპალეტე თაროებს, დამტვირთველებსა და სხვა თანამედროვე ტექნიკას შემოგთავაზებთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 551 07 22 22 ან ეწვიეთ ვებგვერდს: www.k2.ge




