“შეურაცხადი რუსები” – ზელენსკი

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 3 წლისთავზე ზე რუსული დრონების ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 267 დრონი გაუშვა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათგან დაახლოებით 138 დააკავეს, 119 “ლოკაციურად დაიკარგა”, 3 რუსეთში, ერთი კი ბელარუსში გაფრინდა.
უკრაინის პრეზიდენტის ს თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი თავდასხმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
“დღეს მოფრინდა 267 დრონი. უბრალოდ, სულ რაღაც 267. “შეურაცხადი რუსები.” ამერიკელი პარტნიორების თქმით, ისინი ხედავენ, რომ რუსებს ომის დასრულება სურთ. 267 დრონს უშვებს ადამიანი, რომელსაც ომის დასრულება სურს?” – განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთმა “შაჰიდებით” შეტევა განახორციელა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე. დედაქალაქში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამი კერძო სახლი და რამდენიმე მანქანა დაზიანდა. შეტევა განხორციელდა ზაპოროჟიეზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულია 53 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. შევჩენკოვსკის რაიონში დაზიანდა სახლები და მანქანები.

ასევე დაგაინტერესებთ