შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რას გულისხმობენ რადიკალები, როცა უკრაინასა და მოლდოვას გვადარებენ

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რას გულისხმობენ რადიკალები, როცა სა და მოლდოვას გვადარებენ
„ახალი შულერობა „ახალი“ პარტიის „ახალი“ ლიდერისგან. ევროკავშირის დღევანდელ დასკვნაზე გვატყობინებს, რომ ის „სამართლიანად მძიმეა“: უკრაინისა და მოლდოვას პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე მთელი პარაგრაფი ეთმობაო, ხოლო საქართველოს – ერთი წინადადება და ისიც კრიტიკული: მოწოდება, განახორციელოს რეფორმებიო“, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამია ქართული საზოგადოების შეცდომაში მიზანმიმართულად შეყვანას ცდილობს, როცა აცხადებს, რომ ევროკავშირის დასკვნაში საქართველოს შესაბამისი ყურადღება არ ეთმობა.
„რაშია შულერობა: 9-გვერდიანი დასკვნა თითქმის მთლიანად ეხება გამანადგურებელ ომში გახვეულ უკრაინას, ხოლო ომის პირას მდგომ მოლდოვასა და მშვიდობიან საქართველოს – კი ბატონო, თითო პარაგრაფი ეთმობა. სწორედ ამ კონტექსტში, მადლობა ღმერთს, რომ „ბახმუტიზაციას“ აცდენილ ჩვენს სამშობლოს რამე 20-გვერდიანი დასკვნა არ მიუძღვნეს. ნამდვილად არ გავყვები „ახლების“ პარანოიას, რომ საქართველოსა და მოლდოვას პარაგრაფებში ასოების რაოდენობა დავთვალო, თუ რომელს უფრო მეტი აქვთ.
ჩემთვის უფრო საგულისხმოა რეფორმების ნაწილში გამოთქმული კრიტიკა, რომელსაც მაშველი რგოლივით ჩაეჭიდა „ახლების“ ძაან „ახალი“ ლიდერი. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რას გულისხმობენ: თუკი საქართველო ცსკო-ს ოპოზიციონერებით დააკომპლექტებს; თუკი, მოსამართლეებს „ვეტინგის“ წესით აირჩევს; თუ უარს იტყვის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე და ევროკავშირში ცალ ფეხზე ასკინკილით შესვლას საკანონმდებლო დონეზე დაამტკიცებს, მაშინ – უკრაინასა და მოლდოვას დავეწევით. ამას წინათ ინგლისის ერთ-ერთ პრესტიჟულ დოღს ვუყურე, სადაც მთელი შეჯიბრის განმავლობაში მესამე ადგილას მყოფმა მხედარმა ბოლო ათ წამში იმ ორ „ლიდერს“ გადაასწრო. ან, პირიქით – თუ საქართველოს მიმართ ეს უკვე ტრადიციად ქცეული უსამართლობის გრადუსი არ დაიწევს, „დოღის“ ორგანიზატორებს ისღა დარჩებათ, უსტრატეგიულეს სამხრეთ კავკასიაში უკრაინისა და მოლდოვას იმედად დარჩნენ. რა პრობლემაა?“, – წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: 2012 წლამდე 27 მილიარდი იყო ქვეყნის ეკონომიკა, დღეს არის 80 მილიარდი. მთლიანი შიდა პროდუქტი 9 ათასი დოლარი იყო, დღეს არის 22 ათასი დოლარი

ასევე დაგაინტერესებთ