შეტევა ხარკოვზე – ქალაქის ცენტრში აფეთქებების სერია იყო

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე მასიური შეტევა დაიწყეს. არსებული ინფორმაციით, არის სულ მცირე რვა დაშავებული.

„აფეთქებების სერია ხარკოვში, არის მსხვერპლი“, – დაწერა Telegram-ზე ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა. 

მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვმა.

„რაკეტა ქალაქის ცენტრში საცხოვრებელ სახლს მოხვდა. არის სერიოზული ნგრევა და ხანძარი. ასევე შემოსულია ცნობა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების თაობაზე. დეტალები და ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ზუსტდება“, – წერს სინეგუბოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე – მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული – წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან