შესყიდვების სააგენტოში 409 თურქული და 212 რუსული კომპანიაა რეგისტრირებული – რომლებია TOP-10 ქვეყანა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მათ სისტემაში 77 ქვეყნის 2 623 არარეზიდენტი მიმწოდებელი იყო რეგისტრირებული.
ანგარიშის თანახმად, არარეზიდენტ მიმწოდებლებში ყველაზე მეტი – 409 კომპანიით, თურქეთია წარმოდგენილი, ს ფედერაციიდან – 212 კომპანიაა სისტემაში რეგისტრირებული, ხოლო აზერბაიჯანიდან – 147. ჯამში, ათეული ასე გამოიყურება:
· თურქეთი – 409 მიმწოდებელი;
· რუსეთი – 212 მიმწოდებელი;
· აზერბაიჯანი – 147 მიმწოდებელი;
· იტალია – 112 მიმწოდებელი;
· სომხეთი – 69 მიმწოდებელი;
· ყაზახეთი – 55 მიმწოდებელი;
· ესპანეთი – 49 მიმწოდებელი;
· ინდოეთი – 46 მიმწოდებელი;
· ბელარუსი – 37 მიმწოდებელი;
· საფრანგეთი – 37 მიმწოდებელი.
2024 წლის განმავლობაში ტენდერების შედეგად არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 156 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც 2023 წლის მონაცემზე 2.2-ჯერ მეტია – 71 მლნ ლარი.
ცნობისთვის, 2024 წელს ტენდერების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულება 6.35 მლრდ ლარი იყო, აქედან 6.193 მლრდ ლარის (97.55%) – ადგილობრივ კომპანიებთან გაფორმდა.
www.bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„გუანდუნის პროვინცია, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია. საქართველოსთვის ეს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ გუანჯოუს პორტების გავლით შედის ჩინეთის ბაზარზე“ – გიორგი პერტაია