34 წლის პოლონელმა მეკარე ვოიცეხ შესნიმ არ გამორიცხა, რომ “ბარსელონას” ფორმით მომავალ სეზონშიც იასპარეზოს. მოგეხსენებათ, კატალონიურმა გრანდმა გამოცდილი კიპერი მარკ ანდრე ტერ შტეგენის სერიოზული ტრავმის შემდეგ დაიმატა და ეს მაშინ მოხდა, როდესაც შესნის პროფესიონალური კარიერის დასრულება გამოცხადებული ჰქონდა.
პოლონელმა აღნიშნა, რომ “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ ეგონა, რომ 2025 წლის ივნისში ფეხბურთიდან მართლაც წავიდოდა, თუმცა ახლა ყველა ვარიანტისთვის ღიაა.
შესნის თქმითვე, მის შვილსა და მეუღლეს ამ ქალაქში ცხოვრება ძალიან მოსწონთ, მისი ოჯახი ბარსელონაში კომფორტულადაა და კლუბთან მოსალაპარაკებლად მზადაა.
