“შესვლაზე ბევრი არ გვიყოყმანია” – როგორია ენერგეტიკული ბირჟის მონაწილე GIEC-ის მოლოდინები?

გვჯერა, მონაწილეების მატების კვალდაკვალ, ბირჟის ლიკვიდურობა და შესაბამისად, ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა გაიზრდება,- ასეთია ენერგეტიკული ბირჟის ერთ-ერთი მონაწილე კომპანიის, შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის (GIEC) მოლოდინები.
პირველ ივლისს ამოქმედებულ ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალ მოდელს ამჟამად 6 მონაწილე ჰყავს. მათ შორისაა ჯიაიჯი ჰოლდინგში (GIG Holding) შემავალი საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციაა. კომპანიის აქტივში 8 ჰიდროელექტროსადგური და ასევე, ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოელექტროსადგურია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 350 მეგავატია.