შესაძლოა გვითხრან ოკუპირებულ ტერიტორიებს თავი დაანებეთ, მათ თქვენ ვეღარ დაიბრუნებთ, სამაგიეროდ გახდებით ევროკავშირის წევრი – ვთანხმდებით ამას?

„რას გულისხმობს სუვერენიტეტის დათმობა? ეს შეიძლება ნიშნავდეს ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, ჩვენი მხრიდან შეიძლება მოითხოვონ, ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა ან ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონის მიღება. ყოველივე კი ჩვენი ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაკარგვის ტოლფასია. „ჩვენი მიზანია ევროკავშირის წევრი გაერთიანებული საქართველო გახდეს,“ – აღნიშნა დეპუტატმა.
„რას გულისხმობს სუვერენიტეტის დათმობა? ეს შეიძლება ნიშნავდეს ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას. შესაძლოა გვითხრან ოკუპირებულ ტერიტორიებს თავი დაანებეთ, მათ თქვენ ვეღარ დაიბრუნებთ, სამაგიეროდ გახდებით ევროკავშირის წევრი – ვთანხმდებით ამას? აზრი საზოგადოებასაც უნდა ვკითხოთ. ჩვენი მიზანია ევროკავშირის წევრი გაერთიანებული საქართველო გახდეს.
შეიძლება გვითხრან აუცილებლად მიიღეთ კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, ისე ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანაო – ამაზეც ვთანხმდებით?
ვნახეთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაელ როთმა აუგად მოიხსენია ჩვენი სარწმუნოება და რწმენა, რაც ასევე მიუღებელია.
რაიმე ფორმით სუვერენიტეტის დათმობა რომ არ მოგვიწიოს, სწორედ ამას ვეწინააღმდეგებით ჩვენ,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
Previous: ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში – ზურაბ ქადაგიძე

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თსუ-ში 2-3 ათასია A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას

განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები, მათ შორის, გეოგრაფიული განაწილების გათვალისწინებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უზრუნველყოფილი სრულიად თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა

აქტიურად ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რათა მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე