ლეგენდარული ჯორჯ სემპიერის (26-2) მწვრთნელმა ფირაზ ზაჰაბიმ Tristar Gym-ის YouTube-არხზე, UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილის (18-4) პერფორმანსი შეაფასა. ზაჰაბის თქმით, მერაბმა ბრძოლა ზუსტად ისე წაიყვანა, როგორც შონ ომალის (18-2) წინააღმდეგ უნდა წარემართა, ომალისგან შორ დისტანციაზე უნდა ყოფილიყო და ასეც მოიქცა.
ზაჰაბიმ მერაბი ყველა საბრძოლო კომპონენტში შეაქო, თუმცა მერაბის ნაკლზეც ისაუბრა.
“მერაბის კარდიო გასაოცარია, თუმცა ის ადრე ვერ ამთავრებს ბრძოლებს, ის ახლოც არ არის ფინიშთან. ეს მისი ნაკლია”, – განაცხადა ზაჰაბიმ.
ბრძოლამდე ფავორიტად მერაბის მეტოქე სახელდებოდა, თუმცა ზაჰაბი თვლის, რომ მიუხედავად ამისა,
მერაბმა თავისი საბრძოლო გეგმა უნაკლოდ შეასრულა და UFC-ის ქამარს დამსახურებულად დაეუფლა.
მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა