შერმადინი საუკეთესო იყო, თუმცა “ტენერიფე” ფინალში ვერ გავიდა

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” “უნიკახასთან” ბრძოლაში – 83:90 დამარცხდა და სატიტულო მატჩის მიღმა დარჩა. ქართველი ცენტრი თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა მხოლოდ შერმადინის კარგი თამაში ფავორიტად მიჩნეული მალაგური გუნდის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, გამხდარიყო “ტენერიფეს” ყველაზე შედეგიანი მოთამაშე. მან მოედანზე 20:32 წუთი დაჰყო, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა თამაშიდან ნასროლი ექვსივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 საჯარიმოდან 1 გამოიყენა.
შერმადინზე
მეტი, 18 ქულა დააგროვა მარსელინიო უერტასმა, თუმცა ვერც ბრაზილიელი უკანახაზელი და ვერც 16 ქულით მიმთვლელი ფრან გუერა სარგებლიანობის კოეფიციენტით შერმადინს ვერ გაუტოლდნენ. ამ მაჩვენებლით ქართველი 26 ერთეულით საუკეთესო იყო, შემდეგ გუერა (18) და უერტასი (16). საკვანძო გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც “უნიკახამ” 34:21 მოიგო და მას შემდეგ ლიდერობა აღარ დაუთმია.
ამით “ტენერიფემ” დაასრულა თასის გათამაშებაში ასპარეზობა და შერმადინს საქართველოსკენ გზა გაეხსნა. ქართველი ცენტრი თბილისში ხვალ გამოფრინდება და ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის სამზადისში მყოფ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში