შერმადინი “სარაგოსასთან” მატჩის MVP გახდა – ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]

ლიგა ენდესას 25-ე ტურში “ტენერიფემ” “სარაგოსა” 93:89 დაამარცხა. სტუმართა რიგებში გიორგი შერმადინმა მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
გიორგიმ მეტოქის ფარში 8-დან 5 ორქულიანი მოათავსა და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა.
“ტენერიფე” 40 ქულით “რეალთან” ერთად ლიგა ენდესას ლიდერობს. შერმადინის გუნდი მორიგ შეხვედრას 6 აპრილს “გრანადას” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში