შერმადინის 10 ქულა და “ტენერიფეს” ზედიზედ მე-5 მოგება ჩემპიონთა ლიგაში

გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა, თუმცა ესპანური კლუბი არ ჩერდება და წარმატებულ სვლას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა, მე-5 ტურში ტენერიფელები თურქეთში “პეტკიმ სპორს” შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, 85:80 დაამარცხეს.
გიორგი შერმადინმა 13 წუთი ითამაშა, თავის გუნდს კი, 10 ქულით, 3 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო და სამქულიანი კი არ უსვრია. ყველაზე შედეგიანი კონსტანტინ კოსტადინოვი იყო: “ტენერიფეს” ბულგარელმა კალათბურთელმა 22 ქულას მოუყარა
თავი.
“ტენერიფე” ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 5 მოგებით ლიდერია. ბოლო ტურში, 25 მარტს, “ტენერიფე” ესპანურ “მანრესას” უმასპინძლებს.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში