გუშინ ღამით, იტალიის სუპერთასის ფინალში, თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონია” მილანის “ოლიმპიას” დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 96:98 დამარცხდა.
თამაშის მიმდინარეობისას “ვირტუსი” 16 ქულასაც იგებდა. მიუხედავად ამისა, მატჩის მოგება ვერ მოახერხა. აღნიშნულ შეხვედრაში თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” შემადგენლობაში 34 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
შენგელიას “ვირტუს ბოლონია” შემდეგ მატჩს 28 სექტემბერს, სერია A-ში “ტრაპანის” წინააღმდეგ გამართავს.
მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა