ევროლიგის მეცხრე ტურში თორნიკე შენგელიას “ვირტუსი” ათენში “პანათინაიკოსთან” 76:90 დამარცხდა.
ბოლონიური გუნდი დასკვნითი პერიოდის წინ 63:62 დაწინაურდა, მაგრამ ბოლო პერიოდი ჩააგდო და მარცხი განიცადა.
შენგელიამ ორმაგი დუბლი შეასრულა: 32:12 წუთში 17 ქულა (13-დან 8 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 11 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მასზე 5-ჯერ დაჯარიმდნენ, სარგებლიანობის 23-იანი კოეფიციენტით კი თავის გუნდში საუკეთესო იყო.
“ვირტუსი” 6 მოგებით მესამე ადგილზეა და 23 ნოემბერს “ფენერბახჩეს” უმასპინძლებს.